„შენობა–ნაგებობების ინსტიტუტი – საქართველო“ წარმოადგენს არასამეწარმეო (არამომგებიან) იურიდიულ პირს, რომლის მთავარი მიზანია სივრცულ დაგეგმვასთან, განაშენიანების დაგეგმარებასთან და შენობა–ნაგებობებთან დაკავშირებული კანონმდებლობის, მათ შორის ტექნიკური რეგლამენტებისა და სტანდარტების შემუშავებაში მონაწილეობა, შენობა–ნაგებობების დაგეგმარებაში, მშენებლობასა და მოვლა–პატრონობაში ჩართულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება.

„შენობა–ნაგებობების ინსტიტუტი – საქართველო“ ხელს უწყობს საქართველოში შენობა–ნაგებობებთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტების და სტანდარტების განვითარების პროცესს, რათა აგებული შენობა–ნაგებობები იყოს უსაფრთხო, მდგრადი და მისაწვდომი.

– – – – – – – – – – – – – –

ორგანიზაციამ განახორციელა USAID EPI–ის მიერ დაფინანსებული პროექტი „შენობა–ნაგებობებთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტების განვითარების პროგრამა“, AID-114-C-10-00004. პროექტის ფარგლებში შემუშავებული ტექნიკური რეგლამენტის პროექტი "შენობა–ნაგებობების უსაფრთხოების წესები" შესაძლებელია ჩამოტვირთოთ შემდეგი ბმულიდან:

http://gib.org.ge/index.php?option=com_k2&view=itemlist&layout=category&task=category&id=1&Itemid=14&lang=ka

დოკუმენტის შემდგომი სრულყოფის მიზნით, აღნიშნული გვერდი (მომხმარებლის რეგისტრაციის და ავტორიზაციის შემთხვევაში) საშუალებას იძლევა დაიწეროს კომენტარი, შენიშვნა, წინადადება, რომელზეც მოხდება რეაგირება და საჭიროების შემთხვევაში ასახვა ტექნიკური რეგლამენტის პროექტში.

ამასთანავე, წიგნად გამოიცა შენობა-ნაგებობის საერთაშორისო კოდექსის ილუსტრირებული გზამკვლევი" ქართულ ენაზე, რომელიც მარტივად და გასაგებად ხსნის ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ პროექტის შინაარსს, როგორც სიტყვიერად ისე ილუსტრაციების მეშვეობით. ეს 450 გვერდიანი წიგნი მოიცავს 900-მდე ილუსტრაციასა და ადვილად აღსაქმელ განმარტებას.


Locksmith calgary
Locksmith Locksmith nyc Locksmith Toronto